„ბარსელონა“ „ელ კლასიკოში“ მოგებით პირველად გაჩემპიონდა

0
2

„ბარსელონა“ არსებობის ისტორიაში ესპანეთის ჩემპიონი 20-ედ გახდა. თუმცა, კატალონიურმა კლუბმა არსებობის ისტორიაში პირველად ოქროს მედლები უშუალოდ „ელ კლასიკოში“ მოგებით მოიპოვა.
ლა ლიგის 35-ე ტურშ გერმანელი ჰანსი ფლიკის გაწვრთნილებმა შინ მადრიდის „რეალი“ 2:0 დაამარცხეს. შეხვედრის მე-9 წუთზე მარკუს რაშფორდმა დაახლოებით 22 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა საუცხოოდ შეასრულა და მადრიდელებს ვერც ტრავმის მორჩენის შემდეგ დაბრუნებილმა ტიბო კურტუამ უშველა.
მე-18 წუთზე დანილ ოლმომ მადრიდელთა საჯარიმოში ჰაერში ქუსლით „მაგარი“ პასი გაუკეთა ფერან ტორესს, რომელიც მეკარესთან პირისპირ დარჩა და ანგარიში კიდევ უფრო გაზარდა.
ტაიმის შუაწელში „ბარსელონას“ მეკარესთან პირისპირ გონსალო გარსია გავიდა, მაგრამ ბურთი კარს ააცილა. მეორე ტაიმში ფერან ტორესს დუბლის გაფორმება შეეძლო, თუმცა კურტუას ვერ აჯობა.
„ელ კლასიკოებში“ გამარჯვებათა რიცხვით „ბარსელონა“ „რეალს“ გაუთანაბრდა – 106-106. „ბარსა“ ბოლო 7 მატჩიდან „რეალს“ 6 მოუგო. ფლიკმა ორი სეზონის განმავლობაში კატალონიელებთან ერთად 5 ტიტული მოიპოვა. ცნობისთვის, მანამდე უშუალოდ „რეალთან“ გამარჯვებით ჩემპიონის ტიტული მხოლოდ მადრიდის „ატლეტიკომ“ მოიპოვა – 1976-1977 წლების სეზონში.
„ბარსას“ პორტუგალიელი ნახევარმცველი ჟოაუ კანსელუ ფეხბურთის ისტორიაში პირველია, რომელმაც ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატიდან ოთხი მოიგო – ესპანეთი, ინგლისი, გერმანია და იტალია.
ლაშა თაბაგარი