მიკელ არტეტა: „არსენალი“ ბევრს მუშაობდა და სჯეროდა, რასაც აკეთდებდა

0
3

„არსენალის“ მთავარი მწვრთნელის მიკელ არტეტას თქმით, ბევრს მუშაობდნენ და სჯეროდათ იმის რასაც აკეთებდნენ. მან ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო მატჩში შინ მადრიდის „ატლეტიკოსთან“ 1:0 გამარჯვების და ფინალში გასვლის შემდეგ განაცხადა.
„დაუჯერებელი საღამოა. ჩვენ ერთად ისტორია დავწერეთ. მე ბედნიერი ვარ ყველა იმ ადამიანთან ერთად, რომლებსაც ამ წარმატებაში წვლილი მიუძღვით. „ემირეითსზე“ გულშემატკივრები განსაკუთრებულად შეგვხდნენ. გუნდში ყველას ესმოდა  ეს რამდენად ბევრს ნიშნავს.
20 წლის შემდეგ „არსენალი“ არსებობის ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. ამ დონეზე ყველა მეტოქე რთულია. „ატლეტიკო“ ძალიან ძლიერი გუნდია, რომელიც ჩვენს ყველა სვლაზე პასუხს პოულობდა. დიეგო სიმეონემ საოცარი სამუშაო გასწია. ანგარიშში სხვაობა მინიმალური იყო, მაგრამ „არსენალის“ სასარგებლოდ.
კლუბის მიერ დასახული მაღალი მიზნების შესრულებისთვის სწრაფვაში ერთნი ვართ. ზოგჯერ გვიმართლებდა, მაგრამ ამის გარეშე ვერაფერს იზამ. „არსენალი“ ბევრს მუშაობდა და სჯეროდა იმის რასაც აკეთდებდა. დღეს ჯილდო მივიღეთ და ბუდაპეშტში განსაკუთრებული დღე გველოდება“ – იუწყება არტეტას ნათქვამს უეფას ვებგვერდი.
30 მაისს ბუდაპეშტში „პუშკაშ არენაზე“ გასამართ ფინალში „არსენალის“ მეტოქე „ბაიერნსა“ და პსჟ-ს შორის გამარჯვებული იქნება. ლონდონელებმა ფინალში პირველად 2006 წელს ითამაშეს და „ბარსელონასთან“ 1:2 წააგეს.
ლაშა თაბაგარი