მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარ მწვრთნელ დიეგო სიმეონეს აზრით, მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგაში იმაზე უფრო შორს წავიდა, ვიდრე ელოდებოდნენ. მან ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგია ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრაში სტუმრად ლონდონის „არსენალთან“ 0:1 წაგების და ტურნირიდან გამოთიშვის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ ძალიან კარგი კამპანია ჩავატარეთ. მთელი ძალა დავხარჯეთ. იმაზე უფრო შორს წავედით, ვიდრე ველოდებოდით. ცუდია, რომ ყველაფერი ასე მოხდა, რადგან დამატებით დროს ვიმსახურებდით.
პირველ მატჩში საგოლე მომენტები გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. მეორე თამაშში შესვენების შემდეგ მეტოქის ნახევარზე უფრო მეტი დრო გავატარეთ და შანსი გვქონდა, მაგრამ ზოგჯერ წვრილმანების შენს მხარესაა, ზოგჯერ – არა.
„არსენალს“ ვულოცავ, რომელმაც კარგად იბრძოლა. ეს გუნდი და მისი მწვრთნელი მომწონს. „არსენალს“ საქმისადმი შეუცვლელი მიდგომა აქვს, რომელიც სერიოზული ფინანსური რესურსითაა გამყარებული.
უაზროა საუბარი სუფთა პენალტზე, რომელიც გრიზმანზე იყო. ზოგერ არბიტრების გადაწყვეტილება ჩვენს სასარგებლოდაა, ზოგჯერ – არა. დღეს არ გაგვიმართლა“ – იუწყება არგენტინელი სპეციალისტის ნათქვამს ესპანური მედია.
ლაშა თაბაგარი




