ანტონიო კონტემ თავის დროზე მილანის „ინტერიდან“ წასვლის მიზეზი განმარტა.
„ბეპე მაროტა და სტივენ ჩჟანი ჩემთან ნოვიდნენ და მითხრეს: „გვინდა, რომ გამარჯვების გზაზე დაგვაბრუნო. 10 წელიწადია ჩემპიონატი არ მოგვიგია და გვინდა იტალიაში „იუვენტუსის“ დომინირება დავასრულოთ და წარმატებას საზღვარგარეთ მივაღწიოთ.
კლუბის მიზანი ნათელი იყო და ახალი გზის გავლა ერთობლივად დავიწყეთ. ნებისმიერ შემთხვევაში ჩემთან ერთად იმას მიიღებთ, რასაც ხედავთ. თუ გარკვეული მიმართულებით ვმოძრაობთ და ამის შესახებ შევთანხმდით, მაშინ სწორედ იქით უნდა ვიაროთ.
„ინტერიდან“ იმის გამო წავედი, რომ სკუდეტოს მოგების შემდეგ, კლუბის ხელმძღვანელებმა შეხვედრაზე შემდეგი მითხრეს – მზად ვართ ნებისმიერი ფეხბურთელი გავყიდოთ. ეს ჩვენი ადრინდელი შეთანხმებისგან განსხვავდებოდა“ – იუწყება იტალიური მედია კონტეს ნათქვამს, რომელიც „ინტერში“ 2019-2021 წლებში მუშაობდა და იტალიის ჩემპიონატი 2020-2021 წლების სეზონში მოაგებინა.
ლაშა თაბაგარი





