„რეალი“ ზაფხულში ნიკო პასის დაბრუნებას გეგმავს

0
0

მადრიდის „რეალი“ მომავალი წლის ზაფხულში ნიკო პასის დაბრუნებას გეგმავს, რის შესახებ COPE იუწყება.
მადრიდელები მზად არიან არგენტინის ეროვნული გუნდის ნახევარმცველის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გადაიხადოს, რის შესახებ ჟურნალისტი მელჩორ რუისი ირწმუნება.
პასი „რეალის“ აღზრდილია და 2023-2024 წლების სეზონში 4 თამაში ჩაატარა. 2024 წლის ზაფხულში ესპანურმა გრანდმა პასი „კომოში“ 6 მილიონ ევროდ გაანათხოვრა. გასულ ზაფხულში იტალიელებმა არგენტინელი „რეალისგან“ 60 მილიონ ევროდ გამოისყიდეს. თუმცა, მადრიდელებმა სამხრეთ ამერიკელი მოთამაშის გამოსყიდვის უფლება დაიტოვეს.
22 წლის პასმა მიმდინარე სეზონში იტალიის სერია A-ში და ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებულ 14 მატჩში 6 გოლის გატანის გარდა, 8 საგოლე პასი შეასრულა.
ლაშა თაბაგარი