ბილბაოს „ატლეტიკს“ მომავალ სეზონში ედინ ტერზიჩი გაწვრთნის, რის შესახებ ესპანური კლუბის პრესსამსახური იუწყება.
43 წლის გერმანელი სპეციალისტი ერნესტო ვალვერდეს შეცვლის, რომელიც მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ თანამდებობას დატოვებს. ტერზიჩმა ბილბაოელებთან კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდე გააფორმა.
„ატლეტიკამდე“ გერმანელი დორტმუნდის „ბორუსიას“ ავარჯიშებდა – 2020-2021 და 2022-2024 წლებში. მან დორტმუნდელებს 2021 წელს გერმანიის თასი მოაგებინა, ხოლო 2024 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა, სადაც „ბორუსია“ მადრიდის „რეალთან“ 0:2 დამარცხდა.
ლაშა თაბაგარი




