ბუდუ ზივზივაძე გერმანიის პირველი ბუნდესლიგის 32-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ამჯერად, საქართველოს ეროვნული გუნდის ფორვარდი სიმბოლურში ბუნდესლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაასახელა. 31-ე ტურში მას გარჯა ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემა „კიკერმა“ დაუფასა.
32-ე ტურში „ჰაიდენჰაიმი“ სტუმრად მოქმედ ჩემპიონ „ბაიერნს“ დაუზავდა – 3:3. ზივზივაძემ და ანგარიში 22-ე წუთზე გახსნა, როდესაც ბუშის გადაცემის შემდეგ, კარის წინ მარტო დარჩენილმა ერთი შეხებით ბურთი ბადეში გაახვია.
76-ე წუთზე ზივზივაძემ მოედნის ცენტრიდან წამოიღო ბურთი და საჯარიმოში შესულმა ოლისე ჩამოიშორა, რის შემდეგ, მარჯვენა ფეხით შორეულ „ცხრიანში“ გაიტანა. მან ბუნდესლიგურ კარიერაში პირველი დუბლი მიითვალა. ბუდუმ მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაში ჩატარებულ 18 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 6-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი




