უკრაინის ეროვნული გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი ანდრეა მალდერა იქნება, რის შესახებ ჟურნალისტი ფაბრიციო რომანი იუწყება, 54 წლის სპეციალისტი უკრაინის ფეხბურთის ასოციაციასთან კონტრაქტს უახლოს პერიოდში გააფორმებს.
ბოლოს მალდერა ფრანგულს „მარსელში“ რობერტო დე ძერბის თანაშემწე იყო. იმავე სპეციალისტთან ერთად იგი ინგლისის „ბრაიტონშიც“ მუშაობდა. გარდა ამისა, მალდერს „მილანში“ მასიმილიანო ალეგრის, ლეონარდოს, ფილიპო ინძაგის და კლარენს ზეედორფს ეხმარებოდა. მისთვის უკრაინის ნაკრების უცხო არაა, რადგან 2016-2021 წლებში ანდრეი შევჩენკოს თანაშემწე იყო. მალდერას დანიშვნის ინიციატივა შევჩენკოს ეკუთვნის, რომელიც ამჟამად უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას ხელმძღვანელობს.
ერთა ლიგის B ლიგის მე-2 ჯგუფში უკრაინა, ჩრდილოეთ ირლანდია და უნგრეთი საქართველოს ნაკრების მეტოქეები არიან. ჩვენი გუნდი უკრაინელებთან პირველ თამაშს თბილისში 28 სექტემბერს ჩაატარებს, ხოლო 17 ნოემბერს სტუმრად დაუპირისპირდება.
ლაშა თაბაგარი




