„ქართული“ „მეცი“ ლიგა 1-დან გავარდა

0
2

„მეცი“, რომელშიც საქართველოს ეროვნული გუნდის სამი ფეხბურთელი გამოდის, საფრანგეთის ლიგა 1-ს დაემშვიდობა.
32-ე ტურში „მეცმა“ „მონაკო“ მიიღო და 1:2 დამარცხდა. ქართველების გუნდი 16 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში ბოლო ადგილზეა და დარჩენილ ორ ტურში ლიგაში ადგილის შენარჩუნების თეორიული შანსიც არ აქვს . საქმე ისაა, რომ „ნანტი“ 23 ქულით მე-17 ადგილზეა, ხოლო „ოსერი“ 25 ქულით მე-16 პოზიციაზეა.
„მონაკოსთან“ მატჩს რაც შეეხება, გარემარბმა გიორგი წიტაიშვილმა მასპინძლებში შეუცვლელად ითამაშა და ძალიან აქტიური იყო. მის მსგავსად სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა გიორგი ქვილითაია, რომელიც 82-ე წუთზე შეცვალეს. გარემარბი გიორგი აბუაშვილი თამაშში 74-ე წუთზე ჩაერთო.
ლაშა თაბაგარი