ნარიმანიძის პირველი ტიტული სლოვაკეთში

0
3

ალექსანდრე ნარიმანიძემ სლოვაკეთში თავისი პირველი ტიტული მოიგო. „ჟილინამ“, რომელშიც საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ცენტრალური მცველი გამოდის ფინალში „კოშიცეს“ შეხვდა და 3:1 დაამარცხა. ნარიმანიძემ შეუცვლელად ითამაშა.
მატჩის მე-16 წუთზე „ჟილინადან“ ანგარიში ფასკომ გახსნა, ხოლო მე-20 წუთზე მეორე გოლი კასამ გაიტანა. 48-ე წუთზე თავი როგინიჩმა გამოიჩინა. „კოშიცედან“ ერთადერთი გოლი მილიანიჩმა შეაგდო.
ლაშა თაბაგარი