კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ ნაკრებშია

0
12

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის პირველი სათამაშო კვირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, რომელიც უეფას ტექნიკური დამკვირვებლების მიერაა შედგენილი.
„პარიზელთა მთავარმა დრიბლიორმა „ბაიერნთან“ მატჩშიც გაიბრწყინა. ჯერ სოლო გარღვევის შემდეგ მაღალი დონის გოლი გაიტანა, ხოლო შემდეგ დუბლი გაიფორმა და კარიერაში ჩემპიონთა ლიგაში 10-გოლიანი ნიშნული დალაშქრა“ – იუწყება უეფას ვებგვერდი კვარაცხელიას შესახებ, რომელმაც შინ “ბაიერნთან” 5:4 მოგებულ მატჩში დუბლი შეასრულა.
ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:
მეკარე: დავიდ რაია („არსენალი“).
მცველები: დაიო უპამეკანო („ბაიერნი“), მარკ პუბილი („ატლეტიკო“), გაბრიელი („არსენალი“).
ნახევარმცველები: მაიკლ ოლისე („ბაიერნი“), ვიტინია (პსჟ), ჟოაო ნევეში (პსჟ), ლუის დიასი („ბაიერნი“).
თავდამსხმელები: ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ), ანტუან გრიზმანი („ატლეტიკო“), უსმან დემბელე (პსჟ).
ლაშა თაბაგარი