ძაგანია საუკეთესო ფეხბურთელია, ცეცაძე – მწვრთნელი

0
3

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მარტი-აპრილის საუკეთესო ფეხბურთელი თბილისის „იბერიას“ თავდამსხმელი ამირან ძაგანია გახდა. 24 წლის ფეხბურთელმა 7 მატჩში 4 გოლი გაიტანა. ცნობისთვის, მან თავი ზედიზედ ბოლო ოთხ შეხვედრაში გამოიჩინა.
საუკეთესო მწვრთნელად კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 6-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებული „რუსთავის“ თავკაცი გია ცეცაძე დაასახელეს. მისი ხელმძღვანელობით რუსთაველებმა განვლილ 9 ტურში 4 მატჩი მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს. „რუსთავი“ 15 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი