ქოჩორაშვილის ზედიზედ მეორე მატჩი „სპორტინგში“

0
2

გიორგი ქოჩორაშვილმა ლისაბონის „სპორტინგში“ ზედიზედ მეორე ითამაშა. თუმცა, „ავეშთან“ ჩატარებული შეხვედრისგან განსხვავებით, საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა მოედანზე ამჯერად ძალიან მცირე დრო გაატარა.
პორტუგალიის ჩემპიონატის 26-ე გადადებულ ტურში „სპორტინგმა“ „ტონდელა“ მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ ორბურთიანი სხვაობით იგებდა, საბოლოოდ მხოლოდ ქულა აიღო.
მატჩის 62-ე წუთზე მასპინძლები კოლუმბიელმა თავდამსხმელმა ლუის სუარესმა დაწინაურა, ხოლო 78-ე წუთზე სტუმართა მცველმა ჟოაო სილვამ ბურთი საკუთარ კარში გაიტანა.
ქოჩორაშვილი თამაშში 86-ე წუთზე ჩაერთო და ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე „ტონდელას“ ფორვარდმა აიკომ პენალტი ვერ გაიტანა, მაგრამ „სპორტინგის“ მცველმა ბლოპამ ავტოგოლი მიითვალა. ორ წუთში „ტონდელადან“ ანგარიში სისერომ გაათანაბრა.
„სპორტინგი“ 72 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა და ლიდერ „პორტუს“ 9 ქულით ჩამორჩება, ხოლო მეორეადგილოსან „ბენფიკას“ – 2 ქულით.
ლაშა თაბაგარი