„არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში სტუმრად მადრიდის „ატლეტიკოსთან“ 1:1 დასრულებულ მატჩში, თავისი გუნდის თამაშში ბევრი პოზიტიური მომენტი დაინახა.
„განვლილ მატჩში „არსენალის“ თამაშში ბევრი პოზიტიური მომენტი იყო. „ატლეტიკოს“ მთელი ისტორია და სახლში ნაჩვენები შედეგი დაუჯერებელია. ასე რომ გათავისებული გვქონდა რის გავლა მოგვიწევდა.
„არსენალმა“ უკვე მიაღწია დიდ შედეგს, რადგან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში თამაშობს. ახლა ჩვენი გულშემატკივრების თვალწინ უნდა ვითამაშოთ. ყველაფერი ჩვენს ხელთაა. „მეტროპოლიტანოზე“ მძიმე ბრძოლა გადავიტანეთ. აქ ბევრი დამარცხებულა, მათ შორის მსოფლიოს საუკეთესო გუნდები“ – იუწყება ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს ინგლისური მედია.
„არსენალი“ საპასუხო მატჩს „ატლეტიკოსთან“ ლონდონში 5 მაისს ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი





