ვენსან კომპანი: „მატჩის შედეგი უმცირეს დეტალებზეა დამოკიდებული“

0
4

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარ მწვრთნელ ვენსან კომპანის მიაჩნია, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში სტუმრად პსჟ-სთან 4:5 წაგებული პირველი მატჩის შედეგი უმცირესმა დეტალებმა განსაზღვრა.
ვენსან კომპანი: „ენერგეტიკა სახეზე იყო. „ბაიერნმა“ გაუძლო და თავად ქმნიდა ხიფათს. ერთი საქმეა, როდესაც გაშვებულ გოლებს უყურებ: ჩვეულებისამებრ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში 5 გოლის გაშვების შემდეგ ტურნირს ეთიშები. თუმცა, შექმნილ მომენტებს თუ შევხედავთ, უფრო მეტის გატანა შეგვეძლო. ამან თავდაჯერება უნდა ჩაგვისახოს. იმ შემთხვევაში, როდესაც არაფერი გამოგდის, რთულია იმის მტკიცება, რომ შეხვედრის მსვლელობის გარდატეხა შესაძლოა. ისე თუ ვითამაშებთ როგორც დღეს, ჩემი აზრით ის დაგვრჩენია, რომ ძალა მოვიკრიბოთ და შექმნილი მომენტები გამოვიყენოთ.
დღეს გამოჩნდა, რომ მატჩის შედეგი უმცირეს დეტალებზეა დამოკიდებული. ეს დეტალები მომავალ კვირაში არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება. სახლში ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ და ეს ჩვენს გულშემატკივრებსაც ეხებათ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტადიონზე მოსული 75000 ქომაგი ასი პროცენტით დაიხარჯოს. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ და ამისთვის გულშემატკივრების მხარდაჭერაც დაგვჭირდება“.
განვლილ შეხვედრაში პსჟ-ს შემადგენლობაში კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა. ამ გუნდებს შორის საპასუხო თამაში 6 მაისს მიუნხენში ჩატარდება.
ლაშა თაბაგარი