კახა კაჭარავა „ოდიშს“ გაწვრთნის

0
2

კახა კაჭარავა ზუგდიდის „ოდიშს“ გაწვრთნის, რომელიც კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ში ასპარეზობს. ამის შესახებ ზუგდიდური კლუბის პრესსამსახური იუწყება.
59 წლის სპეციალისტმა მაკარ აქუბარდია შეცვალა, რომლის ხელმძღვანელობით „ოდიში“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში დაწინაურდა. ბოლოს კაჭარავა „სამტრედიას“ ავარჯიშებდა – 2019 -2020 წლებში. მანამდე, ის სამჯერ თბილისის „დინამოს“ ხელმძღვანელობდა (2006, 2009-2011, 2017-2018), ასევე, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს, „ზესტაფონს“ და „ცხინვალს“ ხელმძღვანელობდა.
მის თავკაცობით „დინამომ“ 2009 წელს საქართველოს თასი მოიგო, ხოლო „ზესტაფონმა“ 2012 წელს – საქართველოს სუპერთასი.
ლაშა თაბაგარი