„ფენერბაჰჩეს“ ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დომენიკო ტედესკო დაითხოვეს, რის შესახებ თურქული კლუბის პრესსამსახური იუწყება.
წარმოშობით იტალიელი და გერმანიის მოქალაქე სპეციალისტი „ფენერბაჰჩეს“ 2025 წლის სექტემბერიდან ხელმძღვანელობდა და კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა. მას კარისკენ თურქეთის სუპერლიგის 31-ე ტურში სტუმრად „გალათასარაისთან“ 0:3 წაგების შემდეგ მიუთითეს. „ფენერბაჰჩე“ 67 ქულით ჩემპიონატში მეორე ადგილზეა და ლიდერ „გალათასარაის“ 7 ქულით ჩამორჩება.
ტედესკო „ფენერბაჰჩეში“ დანიშვნამდე გერმანიის ერცგებირგეს აუე-ს, გელზენკირხენის „შალკეს“, მოსკოვის „სპარტაკს“, „ლაიფციგს“ და ბელგიის ნაკრებს ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი





