აზაროვის სასტარტო და საგოლე გადაცემა

0
0

ირაკლი აზაროვმა დონეცკის „შახტარის“ მაისურით მიმდინარე სეზონში უკრაინის პრემიერლიგაში თავისი პირველი საგოლე გადაცემა მიითვალა. 25-ე ტურში „შახტარი“ სტუმრად „კუდრივკას“ შეხვდა და 3:1 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი, რომელსაც მანამდე ზედიზედ 5 მატჩი არ უთამაშია, ამჯერად სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა და 74-ე წუთზე შეცვალეს. 57-ე წუთზე, როდესაც დონეცკელები 2:1 იგებდნენ, აზაროვმა საგოლე გადაცემა ბონდარენკოს გაუკეთა, რომელმაც საჯარიმოს გარედან გაიტანა. მიმდინარე სეზონში ირაკლიმ უკრაინულ გრანდში ჩემპიონატში 9-ჯერ ითამაშა. გარდა ამისა, ევროპა ლიგის ფაზაზე ერთხელ იასპარეზა, ხოლო კონფერენს ლიგაში – ხუთჯერ.
ლაშა თაბაგარი