ანზორ მექვაბიშვილმა კრაიოვას „უნივერსიტატიას“ შემადგენლობაში ამ სეზონში რუმინეთის ჩემპიონატში მეშვიდე საგოლე პასი შეასრულა. საჩემპიონო ჯგუფის მე-6 ტურში კრაიოველები სტუმრად „არჯეშს“ შეხვდნენ და 1:0 დაამარცხეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტოში იყო და 67-ე წუთზე შეცვალეს. მან მე-10 წუთზე კუთხურიდან ზუსტი პასი ტელესს გაუკეთა, რომელმაც მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა. მექვაბიშვილმა 54-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
24 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში რუმინეთის ჩემპიონატში 30-ჯერ ითამაშა და 7 საგოლე გადაცემის გარდა, ორჯერ მეტოქეთა კარი აიღო. „უნივერსიტატია“ 42 ქულით ჩემპიონატში ლიდერია.
ლაშა თაბაგარი





