საქართველოს ეროვნული ნაკრების და „ლივერპულის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი ორიდან ოთხ კვირამდე ვერ ითამაშებს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Athletic იუწყება.
ინგლისის პრემიერლიგის 33-ე ტურში „ლივერპული“ სტუმრად „ევერტონს“ შეხვდა და 2:1 გაიმარჯვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა.
54-ე წუთზე „ევერტონის“ თავდამსხმელმა ბეტომ მცველს დაასწრო და გოლი გაიტანა, მაგრამ ვარდნაში დარტყმის შემდეგ ფეხი მამარდაშვილს მარცხენა ფეხის მუხლში მოარტყა, რის გამო გიორგი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. მამარდაშვილს მუხლზე ნაკერი დაადეს.
შაბათს, „კრისტალ პალასთან“ შეხვედრაში კარს ფრედი ვუდმენი დაიცავს, ხოლო ბრაზილიელი გოლკიპერი ალისონი „ლივერპულს“ 3 მაისს „მანჩესტერ იუნაიტედთან“ შეხვედრაში დაუბრუნდება.
ლაშა თაბაგარი





