„მილანის“ ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი ხორვატიის საუკეთესო ფეხბურთელად მეთოთხმეტედ აღიარეს. 40 წლის ფეხბურთელს ასეთი პატივი წილად ზედიზედ მეათედ ხვდა. მას კუთვნილი პრიზი „მილანისა“ და ხორვატიის ნაკრების ექსმცველმა დარიო შიმიჩმა გადასცა.
ხორვატიის ეროვნული გუნდის კაპიტანი „მილანს“ მიმდინარე სეზონის წინ შეუერთდა და კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. მან „როსონერის“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 35 მატჩში 2 გოლი გაიტანა.
მოდრიჩმა კარიერის საუკეთესო პერიოდი მადრიდის „რეალში“ გაატარა, სადაც 2012-2025 წლებში გამოდიოდა და ყველა ტურნირში გამართულ 597 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 43-ჯერ აიღო.
მან ესპანეთის ლა ლიგა 4-ჯერ, ესპანეთის თასი 2-ჯერ, ესპანეთის სუპერთასი 5-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა 6-ჯერ, უეფას სუპერთასი 5-ჯერ, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი 5-ჯერ, ხოლო საკონტინეტთაშორისო თასი ერთხელ მოიგო. მოდრიჩი 2018 წელს “ოქროს ბურთს” დაეუფლა.
ლაშა თაბაგარი





