ზივზივაძის ზედიზედ მეორე გოლი

0
1

ბუდუ ზივზივაძემ „ჰაიდენჰაიმის“ მაისურით პირველ ბუნდესლიგაში გოლი ზედიზედ მეორე  მატჩში გაიტანა. 30-ე ტურში „ჰაიდენჰაიმი“ სტუმრად „ფრაობურგს“ შეხვდა და 1:2 დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო. მასპინძლები 24-ე წუთზე მაზამბემ დააწინაურა. 58-ე წუთზე „ჰაიდენჰაიმის“ შეტევის დროს ზივზივაძემ ბურთი მეტოქის საჯარიმოს ხაზთან მიიღო და მეკარისგან მარჯვენა „ცხრიანში“ ჩასვა. მან მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში ჩატარებულ 16 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო. სტუმრებმა ანგარიში ვერ შეინარჩუნეს – „ფრაიბურგიდან“ გამარჯვების გოლი 83-ე წუთზე ეგეშტეინმა გაიტანა. „ჰაიდენჰაიმი“ 19 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი