ქვილითაიას პირველი გოლი საფრანგეთის ლიგა 1-ში

0
2

გიორგი ქვილითაიამ, რომელიც „მეცს“ ზამთარში შეუერთდა, საფრანგეთის ლიგა 1-ში თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა. 30-ე ტურში „მეცი“ შინ „პარიზთან“ 1:3 დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული გუნდის ფორვარდი სასტარტოში არ იყო და თამაშში 30-ე წუთზე ტრავმირებული დიალოს ნაცვლად ჩაერთო, როდესაც მასპინძლები 0:1 აგებდნენ.
31-ე წუთზე მასპინძლების მცველმა სანემ თავისი ნახევრდიდან გრძელი პასი გააკეთა ქვილითაიას მისამართით, რომელმაც ორი ცენტრალური მცველის პოზიციური შეცდომით ისარგებლა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ერთი შეხებით შეაგდო. „პარიზი“ მეორედ 69-ე წუთზე დაწინაურდა, ხოლო მესამე გოლი 89-ე წუთზე გაიტანა. „მეცში“ ჩვენი ეროვნული გუნდის გარემარბმა გიორგი წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო გიორგი აბუაშვილი განაცხადში არ იყო. „მეცი“ 15 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში ბოლო ადგილზეა და ლიგაში ადგილის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება.
ლაშა თაბაგარი