გიორგი მამარდაშვილმა ლივერპულურ დერბიში ტრავმა მიიღო. ინგლისის პრემიერლიგის 33-ე ტურში „ლივერპული“ სტუმრად „ევერტონს“ შეხვდა და 2:1 გაიმარჯვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა.
მატჩის 29-ე წუთზე „ლივერპული“ მოჰამედ სალაჰმა დააწინაურა. 54-ე წუთზე „ევერტონის“ თავდამსხმელმა ბეტომ მცველს დაასწრო და ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ ვარდნაში დარტყმის შემდეგ ფეხი მამარდაშვილს მარცხენა ფეხის მუხლში მოარტყა, რის გამო გიორგი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. სტუმრებს ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-10 წუთზე კაპიტანმა ვირჯილ ვან დეიკმა მოაგებინა. „ლივერპული“ 55 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.
მატჩის შემდეგ “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა განაცხადა, რომ მამარდაშვილს მუხლზე დიდი ჭრილობა აქვს და კლინიკაში გადაიყვანეს. თუმცა, ნიდერლანდელ სპეციალისტს ეიმედება, რომ ქართველი მეკარე გუნდს დიდი ხნით არ გამოაკლდება.
ლაშა თაბაგარი





