ბითაძის “ორლანდომ” დეტროიტში მოიგო

0
4

ორლანდო პლეი ოფში პლეი ინიდან მოხვდა და აღმოსავლეთ კონფერენციის ბადეში ბოლო, მე-8 ადგილი დაიკავა. საყოველთაო ფორმატის შესაბამისად, ორლანდო, როგორც ყველაზე სუსტად განთესილი, პლეი ოფის პირველ წრეში ყველაზე მაღალ ნომრად განთესილ, აღმოსავლეთ კონფერენციის გამარჯვებულ დეტროიტს შეხვდა.
სერიაში გამარჯვება 4 მოგებამდეა და არავინ იცის, საბოლოოდ ვინ განა შემდეგ რაუნდში, თუმცა პირველი შეხვედრა, რომელიც დეტროიტში გაიმართა, ორლანდოს გამარჯვებით – 112:101 დასრულდა. ამ გამარჯვებაში თავისი წილი ქართველმა ცენტრმაც დაიდო. ბითაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე მთლიანობაში 11 წუთი გაატარა.
გოგამ 2-დან 1 ორქულიანი და ორივე საჯარიმო ჩააგდო, 4 ქულა მოაგროვა და ამას 6 მოხსნა, 1 პასი და 2 დაფარება მოაყოლა. ბითაძის მოედანზე ყოფნის პერიოდში ორლანდომ 6 ქულით აჯობა მეტოქეს. საუკეთესო ორლანდოელთაგან პაოლო ბანკერო გახლდათ – 23 ქულა, 9 მოხსნა, 4 პასი. გუნდის ძირითადმა ცენტრმა, ვენდელ კარტერმა 37 წუთი ითამაშა და 19 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. სერიის მეორე მატჩი კვლავ დეტროიტში, 23 აპრილს გაიმართება.