ესპანეთის თასი „რეალ სოსიედადმა“ მოიგო – სიმეონე 2021 წლიდან უტიტულოდაა

0
10

„რეალ სოსიედადმა“ ესპანეთის თასი არსებობის ისტორიაში მეოთხედ მოიგო. ამერიკელი პელეგრინო მატარაცის გაწვრთნილმა გუნდმა სევილიაში სტადიონ „ლა კარტუხაზე“ დიეგო სიმეონეს დამოძღვრილი მადრიდის „ატლეტიკო“ პენალტების სერიაში დაამარცხა.
მატჩის პირველ წუთზე „რეალ სოსიედადი“ ბარენეჩეამ დააწინაურა, ხოლო მე-18 წუთზე ლუკმანმა საპასუხო ბურთი გაიტანა. პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე ოიარსაბალმა ბასკები ისევ დააწინაურა. 83-ე წუთზე ხულიან ალვარესმა ანგარიში გაათანაბრა და დამატებითი დრო დაინიშნა, რომელმაც გამარჯვებული ვერ გამოავლინა. პენალტების სერიაში „რეალ სოსიედადმა“ 4:3 გაიმარჯვა.
„რეალ სოსიედადი“ მანამდე ესპანეთის თასს 1909, 1987 და 2020 წლებში დაეუფლა. ბასკებმა 1981 და 1982 წელს ესპანეთის ჩემპიონატი მოიგეს, ხოლო 1982 წელს ესპანეთის სუპერთასსაც დაეუფლნენ.
ცნობისთვის, “ატლეტიკოს” 2021 წლიდან ტიტული არ მოუგია. მადრიდელები ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალშია არიან, სადაც ლონდონის “არსენალს” დაუპირისპირდებიან.
ლაშა თაბაგარი