კვერნაძის მეხუთე საგოლე პასი სეზონში

0
3

გიორგი კვერნაძემ „ფროზინონეს“ შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში იტალიის სერია B-ში თავისი მე-5 საგოლე პასი გააკეთა. მის ანგარიშზე ასევე 5 გოლია.
„ფროზინონე“ სტუმრად „მოდენას“ შეხვდა და 2:1 სძლია. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა შეუცვლელად ითამაშა. მასპინძლები 41-ე წუთზე მასოლინმა დააწინაურა. 52-ე წუთზე კვერნაძემ მოედნის ცენტრიდან წამოიღო ბურთი და გედიემისს მისცა, რომელმაც ერთი მეტოქე ჩამოიცილა, რის შემდეგ ზუსტად დაარტყა – 1:1. მე-60 წუთზე გედიემისმა დუბლი შეასრულა. „ფროზინონე“ 72 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მეორე ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი