დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ აუტსაიდერთან დამარცხდა

0
1

„სენტ-ეტიენმა“, რომელშიც ზურიკო დავითაშვილი გამოდის, საფრანგეთის ლიგა 2-ის 31-ე ტურში მოულოდნელად სტუმრად ერთ-ერთ აუტსაიდერ „ბასტიასთან“ 0:2 დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და მატჩის მიწურულს საჯარიმოს გარედან სახიფათოდ, მაგრამ ოდნავ არაზუსტად დაარტყა.
მატჩის პირველ წუთზე მასპინძლები ზაოუაიმ დააწინაურა, ხოლო 71-ე წუთზე „სენტ-ეტიენის“ კარი ეიკმაიერმა აიღო. „სენტ-ეტიენი“ 57 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მეორე ადგილზეა და ლიდერ „ტრუას“ 4 ქულით ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი