გიორგი გულიაშვილმა სანტანდერის „რასინგის“ შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში თავისი მე-6 გოლი გაიტანა. მის ანგარიშზე ასევე ერთი საგოლე პასია.
36-ე ტურში „რასინგმა“ სტუმრად „რეალ სოსიედადი B” 3:1 დაამარცხა, ხოლო გულიაშვილმა მოედანზე 76 წუთი დაჰყო.მატჩის მე-10 წუთზე სტუმრებიდან ანგარიში მარტინმა გახსნა.
სამ წუთში „სოსიედადის“ მცველმა თავის საჯარიმოში ცუდად მოიგერია ბურთი, რომელიც საქართველოს ეროვნული გუნდის ფორვარდმა ერთი შეხებით დაამუშავა, ხოლო მეორეთი კარის ბადეში გადაგზავნა. 35-ე წუთზე გულიაშვილმა ფინტით სტუმართა საჯარიმოში ერთი მცველი ჩამოიცილა და შორეულ კუთხეში დაარტყა, მაგრამ მეკარემ ბურთი მოიგერია.
მე-60 წუთზე სანტადერელებიდან თავი ვისენტემ გამოიჩინა. მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი კარერამ 86-ე წუთზე გაიტანა.
„რასინგი“ 68 ქულით 22-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა და 7 ქულით ასწრებს ლაკორუნიას „დეპორტივოს“, რომელმაც ერთი თამაშით ნაკლები ჩაატარა.
ლაშა თაბაგარი





