ბითაძე “მაიამისთან” ერთად პლეი-ოფში ითამაშებს

0
4

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი-ინის ეტაპის გადამწყვეტი ბრძოლები დასრულდა. აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 საგზურისთვის ერთმანეთს „ორლანდო მეჯიქი“ და „შარლოტ ჰორნეტსი“ დაუპირისპირდნენ. მატჩი ორლანდოში, „კია ცენტრში“ გაიმართა და მასპინძელთა სრული დომინირებით, 121:90 დასრულდა.
ამ მნიშვნელოვან გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა, გოგა ბითაძემ. მწვრთნელმა მას მოედანზე 16:15 წუთი დაუთმო, რა დროშიც ქართველმა ლეგიონერმა შემდეგი სტატისტიკა დააფიქსირა. გოგამ გუნდს 7 ქულა, 4 მოხსნა (3 შეტევაში) და 2 შედეგიანი გადაცემა მოუტანა, თუმცა განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი სროლის სიზუსტე და თამაში დაცვაში.
ბითაძემ თამაშიდან 2-ჯერ ესროლა და ორივე ორქულიანი ჩააგდო, ასევე 100%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა საჯარიმოს ხაზიდან, სადაც 3-დან 3 სროლა გამოიყენა. დაცვაში ქართველმა ცენტრმა ნამდვილი ბარიერი აღმართა და მეტოქეს 4-ჯერ დაუფარა, რაც ასეთ მცირე დროში მართლაც შთამბეჭდავი. მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში „ორლანდოს“ პლუს-მინუს კოეფიციენტმა +16 შეადგინა.
გოგა ბითაძესთან ერთად, ნბა-ის წლევანდელ პლეი-ოფში კიდევ ერთ ქართველია. სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ რეგულარული სეზონი წარმატებით დაასრულა, გუნდს პლეი-ინის ეტაპის გავლა არ დასჭირვებია და პირდაპირ პლეი-ოფში მოხვდა.
სატურნირო ბადის მიხედვით, „ტორონტო“ პირველ რაუნდში „კლივლენდ კავალიერსს“ დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ თუ ორივე ქართველი ლეგიონერის გუნდი პირველ წრეს წარმატებით დაძლევს, მათი გზები მომდევნო ეტაპზე გადაიკვეთება. ეს იქნება ისტორიული მომენტი, როდესაც ნბა-ის პლეი-ოფის მეორე წრეში ერთმანეთს ორი ქართველი კალათბურთელი დაუპირისპირდება. მანამდე კი გოგა ბითაძის გუნდს უმძიმესი გამოცდა ელის – „ორლანდო მეჯიქი“ პირველ რაუნდში აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერს, დეტროიტ პისტონსს“ შეხვდება. სერია ოთხ მოგებამდე გაგრძელდება და პირველი მატჩი დეტროიტში გაიმართება.