ლამპარდმა „ქოვენთრი“ 25 წლის შემდეგ პრემიერლიგაში დააბრუნა

0
4

„ქოვენთრი“, რომელსაც ფრენკ ლამპარდი ხელმძღვანელობს, მომავალ სეზონში ინგლისის პრემიერლიგაში თამაში გაინაღდა.
17 აპრილს ჩემპიონშიფის 43-ე ტურში „ქოვენთრიმ“ სტუმრად „ბლექბერნთან“ 1:1 ითამაშა და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილი გაინაღდა. გუნდს სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე 86 ქულა აქვს.
„ქოვენთრი“ პრემიერლიგაში ბოლოს 2000-2001 წლების სეზონში გამოდიოდა. ამის შემდეგ გუნდი ჯერ ჩემპიონშიფში გავარდა, შემდეგ რანგით მესამე ლიგაში დაქვეითდა და იყო პერიოდი, როდესაც მეოთხე ლიგაშიც თამაშობდა.
ლამპარდი „ქოვენთრის“ სათავეში 2004 წელს ჩაუდგა. ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი კარიერის დასრულების შემდეგ, „დერბი ქაუნთის“, „ჩელსის“ და „ევერტონს“ ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი