„ვილიარეალმა“, რომლის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა გიორგი მიქაუტაძეს, ესპანეთის ლა ლიგის 31-ე ტურში სტუმრად ბილბაოს „ატლეტიკს“ შეხვდა და 2:1 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ამჯერად სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 69-ე წუთზე ჩაერთო. მატჩის 26-ე წუთზე სტუმრები კარდონამ დააწინაურა, ხოლო პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-5 წუთზე თავი ალფონსო გონსალესმა გამოიჩინა.
მიქაუტაძემ მოედანზე შესვლიდან ცოტა ხანში მოედნის ცენტრიდან ესპანეთის ეროვნული გუნდის მეკარე უნაი სიმონს ბურთი თავს ზემოთ გადაუგდო და გოლის გასატანად ძალიან ცოტა დააკლდა.
84-ე წუთზე ბილბაოელებიდან ერთი ბურთი გურუსეტამ გაქვითა. მატჩის მიწურულს მეტოქის საჯარიმოში მყოფ მიქაუტაძეს დარტყმა თავად შეეძლო, მაგრამ პასი უკეთეს პოზიციაში მდგომ მოლეიროს მისცა, რომელმაც ძალიან ცუდად დაარტყა. მსაჯის საფინალო სასტვენამდე ცოტა ხნით ადრე ნიკოლა პეპემ მასპინძლების კარი აიღო, მაგრამ თამაშგარეს გამო გოლი არ ჩაითვალა.
„ვილიარეალი“ 61 ქულა აქვს და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა და 4 ქულით ასწრებს მეოთხეადგილოსან მადრიდის „ატლეტიკოს“.
ლაშა თაბაგარი





