„ჰამბურგმა“ შტუტგარტში 4 გოლი გაუშვა – გოჩოლეიშვილმა შეცვლაზე ითამაშა

0
7

„ჰამბურგმა“, რომელშიც გიორგი გოჩოლეიშვილი გამოდის, გერმანიის პირველი ბუნდესლიგის 29-ე ტურში სტუმრად მესამე ადგილზე მყოფ „შტუტგარტთან“ ოთხი უპასუხო გოლი გაუშვა.
საქართველოს ეროვნული გუნდის მცველი სასტარტო შემადგენლობაში ისევ არ იყო და თამაშში 72-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მასპინძლები 3:0 იგებდნენ.
„ჰამბურგს“ 31 ქულა აქვს და 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა.
პორტუგალიის ჩემპიონატის 29-ე ტურში ლისაბონის „სპორტინგმა“ გასვლაზე „ეშტრელას“ 1:0 აჯობა. ჩვენი ეროვნული გუნდის ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. მოქმედი ჩემპიონი „სპორტინგი“ 71 ქულით 18 გუნდში მე-2 ადგილზეა და 5 ქულით ჩამორჩება ლიდერ „პორტუს“, რომელსაც ერთი თამაშით ნაკლები აქვს.
ლაშა თაბაგარი