გულიაშვილის „რასინგმა“ კონკურენტი გაანადგურა

0
4

სანტანდერის „რასინგმა“, რომელშიც გიორგი გულიაშვილი გამოდის, ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის 35-ე ტურში შინ ერთ-ერთი კონკურენტი „ალმერია“ 5:1 გაანადგურა.
საქართველოს ეროვნული გუნდის თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო, მაგრამ ამჯერად გოლი არ გაუტანია. მან 50-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 72-ე წუთზე ვილალიბრემ შეცვალა.
თამაშის მე-12 წუთზე სტუმრები ემბარბამ დააწინაურა, ხოლო 21-ე წუთზე მასპინძლებიდან ანგარიში მარტინმა გაათანაბრა. 28-ე წუთზე „რასინგიდან“ თავი ვისენტემ გამოიჩინა.
75-ე წუთზე უხეშობისთვის სანტანდერელებს მცველი მარიო გარსია გაუძევეს. 79-ე წუთზე „რასინგი“ ვილალიბრემ დააწინაურა, რასაც 82-ე წუთზე კანალესის გოლი მოჰყვა, ხოლო 88-ე წუთზე წერტილი სანგალიმ დასვა.
„რასინგი“ 65 ქულით 22-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველია და მეორეადგილოსან ლაკორუნიას „დეპორტივოს“ 4 ქულით ასწრებს.
ლაშა თაბაგარი