საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, შესარჩევ ციკლში სან მარინოში მიმდინარე მეორე რაუნდის B ლიგის მეორე მატჩი ჩაატარა და ანდორას დამარცხება შეძლო – 0:1.
შეხვედრაში ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს, 42-ე წუთზე ალექსანდრე კუნჭულიამ გახსნა და 17-წლამდე ნაკრები დააწინაურა. პირველი ტურის შეხვედრაში, ჩვენმა გუნდმა სან მარინო 4:1 დაამარცხა.
სანდრო კობახიძის გუნდი ჯგუფის ბოლო მატჩს 16 აპრილს, ისევ აკვავივაში, უელსის წინააღმდეგ გამართავს, რომელიც დღეს მასპინძელ სან მარინოსთან, მინიმალური სხვაობით – 1:0 დამარცხდა.
სან მარინოში მიმდინარე ტურნირზე მიღწეული შედეგი, გავლენას იქონიებს შემდეგ 19-წლამდელთა სარეიტინგო მდგომარეობასა და მომდევნო შესარჩევის წილისყრის პროცესზე.
მატჩის ოქმი – ანდორა 0:1 საქართველო
ლაშა თაბაგარი





