„ექსელსიორმა“, რომლის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ეგოიანია, ნიდერლანდების ერედივიზიონის 30-ე ტურში სტუმრად „ზვოლესთან“ ქულა აიღო – 2:2. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 53-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 79-ე წუთზე შეცვალეს.
მატჩის მე-3 წუთზე მასპინძლები ოსტინგმა დააწინაურა, ხოლო მე-16 წუთზე საპასუხო ბურთი სანჩეს-ფერნანდესმა გაიტანა. მე-60 ველანასმა „ზვოლე“ ისევ წინ გაიყვანა. მე-80 წუთზე ვლოდარჩუკმა ანგარიში გაათანაბრა და საბოლოოდ, თავის გუნდს ქულა მოუტანა.
„ექსელსიორი“ 28 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-15 ადგილზეა და გასავარნდ ზონას ქულა აშორებს.
ლაშა თაბაგარი





