კიტეიშვილის და მამაგეიშვილის „შტურმის“ ფრე აუტსაიდერთან

0
4

ავსტრიის ჩემპიონობისთვის მებრძოლმა გრაცის „შტურმმა“ 26-ე ტურში შინ საჩემპიონო ექვსეულში ბოლო ადგილზე მყოფ „ჰარტბერგთან“ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა – 0:0.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ორივე ნახევარმცველი მასპინძლების სასტარტოში იყო – ოთარ კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო გიზო მამაგეიშვილი მე-60 წუთზე შეცვალეს.
მოქმედი ჩემპიონი „შტურმი“ 27 ქულით საჩემპიონო ექვსეუელში პირველ ადგილზეა და 4 ქულით ასწრებს მეორეადგილოსან ლასკს.
ლაშა თაბაგარი