ხვიჩა კვარაცხელიას მიაჩნია, რომ პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის საპასუხო შეხვედრაში „ლივერპულთან“ კონცენტრაციის შენარჩუნება სჭირდება. მან ამის შესახებ პარიზში ინგლისელებთან 2:0 მოგებული მატჩის შემდეგ, განაცხადა, რომელშიც გოლი გაიტანა და საუკეთესო მოთამაშედ დასახელეს.
„ჩვენ მომენტები გვქონდა, რომ კიდევ გაგვეტანა და ეს უნდა გაგვეკეთებინა. კარგი თამაში ვაჩვენეთ. კონცენტრაცია უნდა შევინარჩუნოთ. „ენფილდზე“ საოცარი ატმოსფერო იქნება, მაგრამ ჩვენ მზად ვარ“ – განაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა, რომელმაც მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებულ 12 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა. პსჟ საპასუხო მატჩს ლივერპულში 14 აპრილს ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი





