ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველ შეხვედრაში „ბარსელონა“ მადრიდის „ატლეტიკო“ მიიღო და ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა.
შეხვედრის 42-ე წუთზე მასპინძლების მცველმა კუბარსიმ თავის საჯარიმოს სიახლოვეს ჯულიანო სიმეონე წააქცია და არბიტრმა ბოლო იმედის ჯარიმისთვის გააძევა. ხულიან ალვარესმა დაახლოებით 22-23 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა საუცხოოდ შეასრულა და ბურთი „ცხრიანში“ გაახვია – 0:1.
70-ე წუთზე მადრიდელებმა მარცხენა ფლანგიდან შეუტიეს და რუჯერიმ საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც სორლოტმა მცველს დაასწრო და ერთი შეხებით გაიტანა – 0:2.
„ატლეტიკომ“ სტუმრად „ბარსელონა“ 2006 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა. ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 14 აპრილს მადრიდში „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ შედგება.
ლაშა თაბაგარი





