ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველ შეხვედრაში ლონდონის „არსენალი“ სტუმრად ლისაბონის „სპორტინგს“ შეხვდა და დამატებულ დროში მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი მასპინძლების თადარიგში იყო, მაგრამ არ უთამაშია.
მატჩის მე-7 წუთზე ინგლისელთა საჯარიმოში შეჭრილი არაუხოს დარტყმული ბურთი ზედა ძელს მოხვდა. 64-ე წუთზე „არსენალიდან“ გოლი მარტინ სუბიმენდიმ გაიტანა, რომელიც მსაჯმა VAR-ზე გადამოწმების შემდეგ თამაშგარე მდგომარეობის გამო გააუქმა.
83-ე წუთზე კოლუმბიელი ფორვარდი ლუის სუარესი მარჯვენა ფლანგზე მცველს გაცდა და პასი საჯარიმოში ჯენი კატამოს გაუკეთა, რომლის სახიფათო თავური მეკრემ გაანეიტრალა.
ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე მარტინელიმ საუცხოო პასით მეკარესთან პირისპირ ჰავერცი დატოვა, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა – 0:1. ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა ლონდონში 15 პარილს ჩატარდება.
ლაშა თაბაგარი





