ანჩელოტიმ კონტრაქტი 2030 წლამდე გაახანგრძლივა

0
6

ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, რის შესახებ ESPN Brazil იუწყება.
66 წლის იტალიელმა სპეციალისტმა ხელშეკრულება 2030 წლამდე გააფორმა. მისი ხელფასი წელიწადში 10 მილიონი ევრო იქნება. ის ეროვნული გუნდების თავკაცებს შორის ყველაზე მეტ თანხას გამოიმუშავებს. მას მოქმედი კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ეწურებოდა.
ანჩელოტი ბრაზილიას სათავეში 2025 წლის 26 მაისს ჩაუგდა. იტალიელის ხელმძღვანელობით მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონმა ჩატარებული 10 მატჩიდან 5 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 3 წააგო.
ლაშა თაბაგარი