გადრანის პირველი გოლი ისრაელში

0
9

ლუკა გადრანმა იერუსალიმის „ბეითარში“ გადასვლის შემდეგ ისრაელის უმაღლეს დივიზიონში თავისი პირველი გოლი გაიტანა. 25-ე ტურში იერუსალიმელებმა „ირონ ტიბერიასი“ მიიღეს და 3:2 გაიმარჯვეს.
გადრანმა, რომელსაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი თბილისში ისრაელთან 2:2 დასრულებულ ამხანაგურ მატჩში ჰქონდა, შეუცვლელად ითამაშა. 73-ე წუთზე, როდესაც სტუმრები 2:0 იგებდნენ, „ბეითარმა“ კუთხური ჩააწოდა და გადრანმა თავით ერთი ბურთი გაქვითა.
იერუსალიმელებს 54 ქულა აქვთ და 14-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა არიან.
ლაშა თაბაგარი