ირაკლი ეგოიანი „ექსელსიორის“ სასტარტო შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში პირველად ვერ მოხვდა. ნიდერლანდების ერედივიზიონის 29-ე ტურში შინ მესამეადგილოსან „ნაიმეგენთან“ 0:2 დამარცხდა, ხოლო ქართველი ნახევარმცველი თამაშში მე-60 წუთზე ჩაერთო. ამის მიზეზი ისაა, რომ ეგოიანმა 27 და 31 მარტს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში შესაბამისად ლატვიასთან (1:1) და მალტასთან (4:1) შეუცვლელად ითამაშა.
„ექსელსიორი“ სეზონის მეორე ნახევარს ცუდად ატარებს და 27 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-16 ადგილზე დაეშვა.
ლაშა თაბაგარი





