გუგეშაშვილის შეცდომა „ატრომიტოსს“ გოლად დაუჯდა

0
9

„ატრომიტოსი“, რომელიც საბერძნეთის სუპერლიგაში დასარჩენად იბრძვის, სტუმრად „პანეტოლიკოსს“ დაუპირისპირდა და გუნდებმა თითო ქულა აიღეს – 1:1.
„ატრომიტოსში“ შეუცვლელად ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ შეუცვლელად ითამაშა. ის მე-15 წუთზე თავისი საჯარიმოდან პასს თანაგუნდელს აძლევდა, მაგრამ ბურთი მატანს ჩააბარა, რომელმაც ანგარიში გახსნა. სტუმრებს ქულა ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე ჯუბიტანამ გადაურჩინა.
„ატრომიტოსი“ 30 ქულით 14-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა.
ჩეხეთის უმაღლესი დივიზიონის 28-ე ტურში „პარდუბიცე“ გასვლაზე პრაღის „დუკლას“ შეხვდა და 2:0 სძლია. ჩვენი 21-წლამდელების ყოფილმა მეკარემ ლუკა ხარატიშვილმა გამარჯვებულთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა და მიმდინარე სეზონში გოლი არ გაუშვა. „პარდუბიცე“ 32 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მეცხრე ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი