საფრანგეთის ლიგა 2-ის 29-ე ტურში „სენტ-ეტიენი“ „ნანსის“ ესტუმრა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს. 45-ე წუთზე, როდესაც „ნანსი“ 1:0 იგებდა, დავითაშვილმა პენალტი ცუდად შეასრულა და მეკარემ ბურთი მოიგერია.
„სენტ-ეტიენი“ წაგებას სტასენმა გადაარჩინა, რომელმაც მასპინძლების კარი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-7 წუთზე აიღო. დავითაშვილმა მიმდინარე სეზონში ლიგა 2-ში ჩატარებულ 25 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. „სენტ-ეტიენი“ 54 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





