„ბარსელონასთვის“ ბასტონის შეძენა პრიორიტეტულია

0
9

„ბარსელონას“ მილანის „ინტერიდან“ მცველ ალესანდრო ბასტონის შეძენა სურს. ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ ფეხბურთელის წარმომადგენლები „ბარსელონას“ ხელმძღვანელებთან პირადიქ კონტრაქტის დეტალებს და ხელფასის რაოდენობას განიხილავენ.
მოლაპარაკება რამდენიმე დღეა დაიწყო და გარიგების დადება უახლოეს ხანში არ იგეგმება. „ინტერს“ ჯერ 26 წლის მოთამაშეზე ფასი არ დაუწესებია. „ბარსელონა“ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ბასტონის შეძენას პრიორიტეტულად განიხილავს.
იტალიის ეროვნული ნაკრების უკანახაზელი 2019-2020 წლების სეზონიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 293 მატჩში 8 გოლი გაიტანა. ის „ინტერის“ გარდა კარიერაში „ატალანტაში“ და „პარმაში“ გამოდიოდა.
ლაშა თაბაგარი