მესის „ინტერ მაიამი“ კაზემიროს ეპატიჟება

0
11

„ინტერ მაიამის“, რომლის კაპიტანი ლიონელ მესია „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ კაზემიროს შეძენა უნდა. ამის თაობაზე ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება.
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების 34 წლის ნახევარმცველისთვის „ინტერ მაიამიში“ თამაში საინტერესოა, რადგან ამერიკულ კლუბს როგორც ამბიციურ პროექტს განიხილავს. თუმცა, მისი საკუთარ რიგებში ხილვა MLS-ის კიდევ ერთ წარმომადგენე; „ლოს ანჯელეს გელექსის“ და საუდის არაბეთის „ალ-იტიჰადს“ სურთ.
კაზემირო მანჩესტერელთა შემადგენლობაში 2022 წლის ზაფხულში ჩაირიცხა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 155 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 24-ჯერ აიღო.
მან კარიერის საუკეთესო პერიოდი „რეალში“ გაატარა, სადაც 2013 წელს გადავიდა, ხოლო 2014-2015 წლების სეზონი იჯარით „პორტუში“ გაატარა. მან მადრიდელებთან ერთად ესპანეთის ლა ლიგა და სუპერთასი 3-3-ჯერ მოიგო, ჩემპიონთა ლიგის თასი 5-ჯერ აღმართა, ესპანეთის თასს ერთხელ დაეუფლა, ხოლო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში 3-ჯერ გაიმარჯვა. კაზემირომ „რეალის“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 222 მატჩში 24 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი