კვარაცხელიას გამოუყენებელი მომენტები და არჩათვლილი გოლი

0
11

საფრანგეთის ლიგა 1-ის 27-ე ტურში პსჟ სტუმრად „ნიცას“ შეხვდა და ოთხი უპასუხო ბურთი გაუტანა. გამარჯვებულთა შემადგენლობაში ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 76 წუთი დაჰყო. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელს გოლის გატანის რამდენიმე შანსი ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა.
მატჩის მე-12 წუთზე მასპინძლების საჯარიმოში მარცხნიდან ბურთიანად შეჭრილ კვარაცხელიას მეკარემ აუღო. მე-19 წუთზე ის „ნიცას“ საჯარიმოში ისევ მარცხნიდან შევიდა და მცველს გვერდი იოლად აუარა, ხოლო მარცხენა ფეხით კარს ბურთი სანტიმეტრებით ააცილა.
37-ე წუთზე დარტყმული ბურთი მცველმა ცარიელი კარიდან გამოიტანა. 42-ე წუთზე ანგარიში ნუნუ მენდეშმა გახსნა, რომელმაც პენალტი გაიტანა. 49-ე წუთზე დუემ პსჟ-ს უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. 61-ე წუთზე მასპინძლებს უხეშობისთვის ნახევარმცველი ნდაიშიმი გაუძევეს. 69-ე წუთზე უსმან დემბელეს გადაცემის შემდეგ, კვარაცხელიამ მეტოქის კარი აიღო. თუმცა, გოლი გაუქმდა, რადგან მსაჯმა „ოქროს ბურთის“ მფლობელზე თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.
81-ე წუთზე პარიზელებიდან თავი დრო ფერნანდესმა გამოიჩინა, ხოლო მატჩში ბოლო ბოლო 85-ე წუთზე ზაირ-ემერიმ გაიტანა.
ლაშა თაბაგარი