ესპანეთის საკალათბურთო კლუბ “ბასკონიაში” 17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი შედგა.
საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა ბასკთა მთავარი გუნდის ფორმა პირველად მოირგო და ყველაზე ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც ესპანეთის უმაღლეს ლიგაში ითამაშა.
ხატიაშვილმა მოედანზე 2 წუთი დაჰყო და გუნდს 2 ქულაც (ორივე საჯარიმოთი) შემატა. საბოლოოდ, მათეს “ბასკონიამ” “ჟირონა” 94:81 დაამარცხა.




