ინგლისის ჩემპიონშიფის 39-ე ტურში „უოტფორდმა“ „ლესტერს“ უმასპინძლა და გუნდები უგოლო ფრეზე გაიყარნენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებიდან მასპინძლებში მხოლოდ შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ ითამაშა, რომელიც 85-ე წუთზე შეცვალეს. მცველი საბა გოგლიჩიძე ვარჯიშზე დაშავდა და ამიტომ განაცხადში ვერ მოხვდა. „უოტფორდი“ 46 ქულით 24-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





